მთავარ შინაარსზე გადასვლა
საქმიანობა

ინფორმაციული უსაფრთხოება

ჩვენი გუნდისთვის საქართველოში ამ მიმართულების განვითარება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფა თანამედროვეობის ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევას წარმოადგენს, ხოლო ინფორმაციისა და ინფორმაციული სისტემების წვდომის, ერთიანობის, ავთენტიფიკაციის, კონფიდენციალურობისა და განგრძობადი მუშაობის დაცვა წარმოუდგენელია მხოლოდ სახელმწიფო სექტორის ძალისხმევის ხარჯზე. სწორედ ამიტომ, ჩვენი გუნდისთვის საქართველოში ამ მიმართულების განვითარება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

აღსანიშნავია, რომ ინფორმაციული უსაფრთხოების სფერო, საკუთარი სპეციფიკიდან გამომდინარე, საკვანძო მნიშვნელობისაა როგორც კერძო, ასევე არასამთავრობო სექტორის, მედიასაშუალებებისა თუ რიგითი მოქალაქეებისთვის, რის გამოც ამ კუთხით ჩვენი ორგანიზაციის მუშაობა შემდეგ აქტივობებს მოიცავს:

  • კამპანიები

  • ტრენინგები

  • კვლევები

  • რეკომენდაციები

  • გზამკვლევები

  • საინფორმაციო შეხვედრები

  • საჯარო დისკუსიები

  • სხვა

  1. ბლოგი

    მსოფილიო დღეს პაროლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს

    ყოველწლიურად მაისის პირველ ხუთშაბათს პაროლის საერთაშორისო დღე აღინიშნება.

  2. რეკომენდაცია

    ფიშინგის მცდელობები: როგორ გავუმკლავდეთ საეჭვო ელექტრონულ ფოსტებსა და შეტყობინებებს?

    როგორ ამოვიცნოთ თაღლითობის ნიშნები ჩვენს ელექტრონულ ფოსტაზე და როგორ მოვიქცეთ, თუკი უკვე სახიფათო ლინკი გავხსენი?

  3. ღონისძიება

    ტრენინგი \"ინფორმაციული უსაფრთხოება მედიაში\"

    12 დეკემბერს ა(ა)იპ „ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების ინსტიტუტის“ ორგანიზებითა და ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ მხარდაჭერით ჩატარდა ტრენინგი საქართველოში მოქმედი მედიასაშუალებების წარმომადგენლებისთვის…

  4. სიახლე

    IDIT-ის შეთავაზება არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებებისთვის

    ბოლო თვეებში კიბერთავდასხმების შედეგად დაზიანდა ქართულ სივრცეში მოქმედი არაერთი არასამთავრობო ორგანიზაციისა და მედიასაშუალების ვებგვერდი (Gurianews, Iberia TV, Mediachecker, Qartia.org.ge, Epn.ge და სხვ.), რამაც…

  5. რეკომენდაცია

    საქართველოს კიბერუსაფრთხოების 2017-2018 წლების ეროვნული სტრატეგიის სარეკომენდაციო დოკუმენტი

    საქართველოში კიბერუსაფრთხოების მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმის საჭიროება პირველად 2008 წლის აგვისტოს ომის მიმდინარეობისას განისაზღვრა, როდესაც საქართველომ საკუთარ თავზე გამოსცადა კიბერაგრესიის ძალა.

  6. ბლოგი

    Enisa-მ 2016 წლის მთავარი კიბერსაფრთხეების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა

    ევროკავშირის ქსელებისა და ინფორმაციული უსაფრთხოების სააგენტო წარმოადგენს უსაფრთხოების ექსპერტებისგან შემდგარ ორგანოს, რომელიც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების, საჯარო ორგანიზაციებისა და კერძო ჯგუფების ხსენებული…

  7. სიახლე

    კიბერდანაშაულების სტატისტიკა საქართველოში

    2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდში რუსეთის ფედერაციის მხრიდან დაფიქსირდა სრულმასშტაბიან ომში კიბერთავდასხმების აქტიურად გამოყენების პირველი პრეცედენტი, რამაც დიდწილად გამოიწვია კიდევაც საქართველოში კიბერუსაფრთხოებასთან…

  8. ბლოგი

    2016 წლის საუკეთესო ანტივირუსები

    ანტივირუსების გამომცდელი ორი წამყვანი კვლევითი სააგენტოს მიერ 2016 წელს გამოსული პროდუქტების შეფასების შედეგად დამოუკიდებლად გამოვლინდა წლის ორი საუკეთესო ანტივირუსი - AV-Comparatives-მა გამორჩეულად Avira დაასახელა…