საქმიანობა
IDIT მუშაობს ოთხ მიმართულებაზე. 2026 წლიდან მათ შორის მთავარია ხელოვნური ინტელექტი და ციფრული პოლიტიკა.
ხელოვნური ინტელექტი და ციფრული პოლიტიკა
ვმუშაობთ იმაზე, რომ საქართველოში ხელოვნური ინტელექტის დანერგვა საზოგადოების ინტერესებს ემსახურებოდეს — მკაფიო წესებით, სახელმწიფოსა და სამოქალაქო სექტორის ჩართულობით.ვრცლად
ელექტრონული მმართველობა
ელექტრონული მმართველობის საშუალებით, სახელმწიფო სერვისები მოქალაქეებისთვის მოსახერხებელი, ეფექტური და გამჭვირვალე გზითაა ხელმისაწვდომი.ვრცლად
უფლებები ონლაინ სივრცეში
ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად კონკრეტული სოციალური ჯგუფებისა თუ ინდივიდების უფლებების დაცვა ინფორმაციული უსაფრთხოების კუთხით სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება.ვრცლად
ინფორმაციული უსაფრთხოება
ჩვენი გუნდისთვის საქართველოში ამ მიმართულების განვითარება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.ვრცლად
როგორ ვმუშაობთ
ყველა მიმართულებაზე ერთი და იგივე მეთოდებით ვმუშაობთ:
- ადვოკატირება
- ვიცავთ სოციალური ჯგუფებისა და ინდივიდების უფლებებს ინფორმაციული უსაფრთხოების კუთხით — კამპანიებით, კვლევებით და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით.
- განათლება
- ვიკვლევთ სასწავლო პროცესში ტექნოლოგიების გამოყენების საერთაშორისო პრაქტიკას და მის დანერგვას ქართულ რეალობაში.
- ცნობიერების ამაღლება
- კამპანიებით, ტრენინგებითა და საინფორმაციო შეხვედრებით ვზრდით საზოგადოების ცოდნას კიბერუსაფრთხოებასა და ტექნოლოგიებზე.
- სტანდარტიზება
- ვსწავლობთ საერთაშორისო პრაქტიკას და ვამზადებთ სტანდარტების დანერგვის გეგმებსა და სარეკომენდაციო დოკუმენტებს.
- თანამშრომლობა
- ვთანამშრომლობთ ორგანიზაციებთან, რომლებიც ჩვენს ღირებულებებსა და მიზნებს იზიარებენ.
- მხარდაჭერა
- კიბერინციდენტის დროს ორგანიზაციებს ვუწევთ ოპერატიულ დახმარებასა და კონსულტაციას.
- გამჭვირვალობა
- ვიკვლევთ, როგორ შეუძლიათ ტექნოლოგიებს მმართველობითი პროცესები უფრო გამჭვირვალე გახადონ, და ვამზადებთ რეკომენდაციებს.